საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საერთაშორისო აუდიტის შედეგებს გაეცნენ

მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხების, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლებს ინფორმაციას ინტენსიურ რეჟიმში აწვდის. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები.

„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მივაწოდეთ ინფორმაცია საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე. გავუზიარეთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დაგეგმილ აქტივობებზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს. ჩართულ მხარეებთან შეხვედრები გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ინკლუზიურ პროცესს და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩართულ მხარეებთან მოსაზრებების ინტენსიურ რეჟიმში ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში ჩართულ მხარეებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები