პრემიერი: გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას, რათა თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს ხელშესახები შედეგების მიღება
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო სანდო მოკავშირე და პარტნიორია რეგიონში.
„მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას, რათა თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს – მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით და ეს მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობისთვის. მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში, რეგიონში და ჩვენი საერთო მიზნები იქნეს დაკმაყოფილებული ევროპის ზოგადი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.