თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც ევროკავშირისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს – გივი მიქანაძე

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც ევროკავშირისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საქართველომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე კონკრეტული ნაბიჯები პრაქტიკულ დონეზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ კუთხით, ჯერ ევროკავშირში, ყველა ქვეყანაში არ არის დამკვიდრებული ის სისტემა, რაც წელს უკვე საქართველოში შემოდის. ჩვენ მაქსიმალურად გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ჩვენი ამომრჩევლის 90%-მა ელექტრონული აპარატების გამოყენებით განახორციელოს რეგისტრაცია საარჩევნო უბნებზე და შემდგომში ხმის მიცემა, რომელიც დაცული იქნება ამ ელექტრონული მანქანების მიერ, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას. უმოკლეს ვადაში საზოგადოება გაიგებს პირველად შედეგებს, ხოლო რამდენიმე საათში საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები