ბეჟან წაქაძე: სააკაშვილი თუ თავისუფალი იქნება, უფრო კარგად მოვიგებთ არჩევნებს
“არჩევნებს დიდი უმრავლესობით მოვიგებთ. უფრო კარგად მოვიგებთ კიდევ”,- ასე პასუხობს მმართველი გუნდის წევრი, ბეჟან წაქაძე ჟურნალისტის კითხვას – “გაგიჭირდებათ თუ არა არჩევნების მოგება, თუ სააკაშვილი თავისუფალი იქნება”.
მისი თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა 9 წელი ჭაობში ამყოფა.
“რომ გამოვა, თვითონ ნახავს, ხალხი როგორ შეხვდება მას. კარგი რა გააკეთა, 9 წელი ქვეყანა ჭაობში ამყოფა. თქვენ არ იცით, საშინელება ხდებოდა. ჭაობი იყო ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის, გაძარცვა ქვეყანა”, – განაცხადა წაქაძემ.