ვიქტორ ჯაფარიძე – სააკაშვილზე: რატომ უნდა შეიწყალონ, ვისზე უკეთესია?

“სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილი კლინიკიდან ციხეში უნდა გადაიყვანოს.

“სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში – ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი და რატომ უნდა შეიწყალონ, ვისზე უკეთესია? რომ შეიწყალონ, “ოცნება” წააგებს? ვისთან წააგებს, იმ სისხლისმსმელთან? თავიანთ ქვეყანას მიხედონ სიკორსკიმ და სხვებმა”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები