ოლივერ ვარჰეი: ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი რეფორმების მიმართულებით

“დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ესაა, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ მეგობრების მისამართით თხოვნაა, რომ რეფორმების მიმართულებით ტემპი დააჩქარონ.

“ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანები საქართველომ არა მხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ჩვენი ლიდერების მოსაზრება, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი რეფორმების მიმართულებით.

„დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი, იმისთვის რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ესაა, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მილიარდი ლარის ინვესტიცია და კაპიტალდაბანდება მოხდება ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები