“უკვე უგუნურებაში გადასდის ოპოზიციას იმის ძახილი, რომ „ქართული ოცნება“ არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას” – ნინო წილოსანი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცესპიკერი – ნინო წილოსანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში პირველ ვიზიტს აფასებს.

„იქნება შეხვედრა ოლივერ ვარჰეისა და ბორელთან. მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელსაც ისინი გააჟღერებენ, ასევე, პრემიერმინისტრის მხრიდან საქართველოს საჭიროებებთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის გზაზე მთლიანად ამ პროცესის შეფასება. უკვე უგუნურებაში გადასდის ოპოზიციას იმის ძახილი, რომ „ქართული ოცნება“ არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთლიანად ამ პროცესს, რადგან სრულებით საწინააღმდეგო პროცესები ხდება, ამას საზოგადოება ნათლად ადევნებს თვალყურს.

მათი ბოიკოტი და მავნებლური პოზიცია თუნდაც 12 რეკომენდაციის შესრულების, თუ ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში, კიდევ უფრო ცხადყოფს ოპოზიციის მიზნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ეს უწყვეტი პროცესი მათ პირად ინტერესებს აზიანებს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები