“კოლეგები ვიდრე არ ჩამოყალიბდებიან, რა იდეით არიან, კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდებათ” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“რასაც ვაკვირდები, გაერთიანება ხდება ადამიანების ირგვლივ და არა – იდეის, ამიტომ არ მგონია, რომ კოალიციის საკითხი წარმატებული იქნება”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ოპოზიციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობის ჩამოყალიბების პროცესს ხელს ის უშლის, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია.

„კოალიციის საკითხები ჯერ ძალიან ცუდად მიმდინარეობს. რამდენიმე ისე შეიქმნა და დაიშალა, საჯაროც არ გამხდარა. ამიტომ არ მგონია, რომ ეს წარმატებული პროცესი იქნება. რასაც ვაკვირდები, გაერთიანება ხდება ადამიანების ირგვლივ და არა – იდეის. ვიდრე ჩემი კოლეგები არ ჩამოყალიბდებიან, რა იდეით არიან, ძალიან გაუჭირდებათ.

მით უმეტეს, ფულის დეფიციტია, ისეთი ფულის, რომელიც სტანდარტულ პარტიებს სჭირდებათ. ფული აქვთ მიშას და „ლელოს“, მეტი ფულის წყარო არ არის. არც ისე დიდი არჩევანია, ან „ნაცებში“ უნდა შეხვიდე, ან „ლელოში“. ამიტომ, გაერთიანებების საქმე ძალიან რთულად არის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები