ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ შეუწყვეტია

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ შეუწყვეტია.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.

„საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ შეუწყვეტია. პროგრესი მომდინარეობს ჩვენი ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით და სხვადასხვა მიმართულებით თანმიმდევრული მიდგომით. ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან დინამიკური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონი შეიმუშავა, უამრავ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელსაც შესაბამისობაში მოჰყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი გრძელდება. რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას. ჩვენს ხელისუფლებას აქვს ცალსახა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა აღებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ეს რეფორმები, თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტივობები არის გზა შემდგომი დაახლოების, ჩვენი შემდგომი პროგრესის და ინტეგრაციის. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრს ექნება საუბარი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები