“ჩვენი მიზანია, ოპოზიციას ზნე შევუცვალოთ” – რატი იონათამიშვილი

“სამუშაო და ინკლუზიური პროცესი სრულფასოვნად არის უზრუნველყოფილი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო სუბიექტების ჩართულობით”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან” განაცხადა კითხვაზე, რომელიც 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, მიმდინარე შეხვედრას ეხებოდა.

მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ხედვები კამერებსა და კამერების მიღმა განსხვავებულია.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს ოპოზიცია რადიკალურად სხვადასხვაგვარად იქცევა კამერებთან და კამერებს მიღმა. ანუ, მათი ქცევა სრულიად განსხვავებულია სამუშაო მაგიდასთან, როდესაც კამერები არ არის ჩართული და სრულიად განსხვავებულია, როდესაც კომენტარის გასაკეთებლად მედიასთან დგებიან. მიუხედავად იმისა, ისინი რას იტყვიან და როგორ მოიქცევიან, ფაქტი ისაა, რომ სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილია და ჩვენს მხარეს არგუმენტები საკმაოდ ძლიერია. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ოპოზიციას ზნე შევუცვალოთ, ამის ამბიცია და სურვილი არ გვაქვს, ჩვენი მიზანია, რომ წინ წავიწიოთ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით და ყველა გადაწყვეტილება იყოს არგუმენტირებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სამუშაო შეხვედრაში „ლელო“ არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები