“თუ პრეზიდენტი შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს, ეს კატასტროფა იქნება” – ალეკო ელისაშვილი 

“არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – ასე ეხმიანება “მოქალაქეების“ დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი “კვირას” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.

მისივე თქმით, ეკა ბესელია ყოველთვის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული.

„ღმერთმა დაიფაროს, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ ძალიან დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ბესელია მთელი თავის ცხოვრება ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. ერთხელ რომ რაღაცას გემოს გაუსინჯავ, მერე სულ გინდა, თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლის ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი. ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს, ქვეყანას, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნუ გახვევს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, “კვირას” ექსკლუზიური ინფორმაციით, ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები