“ლელოს“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ბოიკოტის მხარეს დადგნენ” – რატი იონათამიშვილი

„ლელოს“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ბოიკოტის მხარეს დადგნენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არანაირი ალტერნატიული სამუშაო პროცესი არ არსებობს.

„ევროკომისიის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არანაირი ალტერნატიული სამუშაო პროცესი არ არსებობს. ან არის ჩართულობა სამუშაო პროცესში, ან არის ბოიკოტი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ბოიკოტის მხარეს დადგნენ. საბოლოოდ, აღარ უნდა გაუკვირდეთ, თუ მათ ბოიკოტს ამომრჩეველი გამოუცხადებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიწყო, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სამუშაო შეხვედრაში „ლელო“ არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები