“მოვუწოდებ მედიას, ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით დაინტერესდეს” – შალვა პაპუაშვილი

„მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკა ბესელიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ეკა ბესელია პოლიტიკოსია თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელი, გაურკვეველია.

„პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ის პოლიტიკოსია, თუ „ენჯეო“ს წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები. ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ, რომ როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს ის ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “კვირას” ინფორმაციით, ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება. ამის შესახებ სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები