მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტზე: როდესაც მთავრობასთან შეთანხმებაზე დემონსტრაციულად უარს ამბობს, ნიშნავს იმას, რომ არამცთუ დესტრუქციულია, არამედ რადიკალიზაციას ახდენს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს აფასებს.
სარჯველაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დესტრუქციასა და რადიკალიზაციას უწყობს ხელს.
“როდესაც მთავრობასთან შეთანხმებაზე დემონსტრაციულად უარს ამბობს, ნიშნავს იმას, რომ ზურაბიშვილი არამცთუ დესტრუქციულია, არამედ რადიკალიზაციას ახდენს. დესტრუქციული დამოკიდებულება მისი მხრიდან, არის გამაღრმავებელი იმისა, რასაც ჰქვია რადიკალური ფორმები ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი 16-18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.