ანტალიაში გადაუღებელი წვიმის შედეგებს ებრძვიან, რომლის შედეგად ქალაქის რამდენიმე რაიონი მთლიანად დაიტბორა.
გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი დღით სკოლებში სწავლა გადაიდო, გარდა ამისა, დატბორილ 5 რაიონში: აქსუს, დოშემელათის, კეპეზის, კონიალთის და მურათფაშაში მცხოვრებლებს ერთდღიანი შვებულება ექნებათ.
წვიმის გამო, ქუჩებში გადაადგილება მანქანითაც გართულდა, დატბორილია სახლები, ოფისები, ზოგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც შეწყდა.
მეტეოროლოგები ქვეყნის მასშტაბით უამინდობას ისევ პროგნოზირებენ. დღეს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო, ანტალიაში, ბურდურში, ისპარტასა და მუღლაში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.