დავით მათიკაშვილი: პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას, ფიასკოსთვის არის განწირული
„პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადადგას, ფიასკოსთვის არის იმთავითვე განწირული”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა
პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე განმარტებით, ერთობა წარმატებული ვერ იქნება.
,,როგორც იდეოლოგიურად, ასევე ფუნდამენტალურად ეს ერთობა წარმატებული ვერ იქნება. სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს და დიდი ნაწილი იქ გაერთიანებული პარტიებისა, კოლექტიური „ნაცმოძის“ შემადგენელი ნაწილია. მათი დავალების მიმცემთა საერთო მიზანია „ნაცმოძის“ ლეგო დაშალონ, დაშლილ მდგომარეობაში გადაალახინონ ბარიერი და შემდეგ მოხდეს კვლავ კოლექტიური „ნაცმოძის“ აწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც იმთავითვე განწირულია. საზოგადოებამ იმდენად კარგად იცის ეს პროცესი, რომ ამ ანკესზე არ წამოეგება,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.