გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტზე: პრაქტიკულად, უფლებები არ აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს ქვეყნის დაზიანებას

ფორმალურ პრეზიდენტს მართვაში, პრაქტიკულად, უფლებები არ აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას. ის უფლებები რომ ჰქონოდა და ჰქონდეს, რაც სააკაშვილს ჰქონდა, შესაძლოა, არანაკლები ყოფილიყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ ხვდება, რომ პოლიტიკური წარსული არა მხოლოდ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილსაც არ აქვს.

„ფორმალურ პრეზიდენტს, პრაქტიკულად, მართვაში უფლებები არ აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტები დააზიანოს. რეალურად, ის უფლებები რომ ჰქონოდა და ჰქონდეს, რაც თავის დროზე, სააკაშვილს ჰქონდა, შესაძლოა, მასზე არანაკლები ყოფილიყო. პრეზიდენტი არის ტროლეიბუსივით, რომელიც კონსტიტუციურად შეზღუდული და დაბმულია, თუმცა ქვეყნის დაზიანებას მაინც ცდილობს. წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდა, რომ აიშვას და უფლებები ჰქონდეს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხვდება, რომ პოლიტიკური წარსული არა მხოლოდ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილსაც არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები