“ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას” – გიორგი ამილახვარი

“ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემთვის დიდი პატივია მის კაბინეტში მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. წარმატებები მინდა, ვუსურვო მას ახალ ამპლუაში – მჯერა, ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გუნდს“, – წერს გიორგი ამილახვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები