“მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცესკოს საბოლოოდ დაკომპლექტება” – გივი მიქანაძე
“ნაბიჯებს იმისთვის ვდგამთ, რომ პროცესს პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცესკოს საბოლოოდ დაკომპლექტება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საარჩევნო ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც პარლამენტი დღეს განიხილავს.
„ეს საკითხი დღეს მეორე მოსმენაზე გაგვაქვს. სხვათა შორის, საკომიტეტო განხილვაზე ოპოზიციიდან არავინ იმყოფებოდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საკითხისადმი მათ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა მიქანაძემ.