“სომხეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი დეკლარაცია ორი ქვეყნის ნებას ასახავს” – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ორი ქვეყნის მთავრობების ნებას ასახავს, წავიდნენ წინ დღის წესრიგის რეალიზებაში.
ამის შესახებ მან ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათის ფარგლებში თქვა, დეპუტატ ალხას ღაზარიანის კითხვის საპასუხოდ, შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები ახალ ფაზაში შედის.
„რაც შეეხება საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და დიალოგის შესახებ დეკლარაციას, შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებაა დაგეგმილი, მასში ასახულია ორივე ქვეყნის მთავრობების ნება, წინ წავიდნენ დღის წესრიგის რეალიზებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას ხელი 26 იანვარს, საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს.