დავით ხაჯიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ დავით ხაჯიშვილის განცხადებით, მის პარტიას მოლოდინი აქვს რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

,,ველოდებით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს და ამით ევროპულ ნაბიჯს გადადგამს.
ეს მოლოდინი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოში არჩევნები თანაბარ ვითარებაში ჩატარდეს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს“, – აღნიშნა ხაჯიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური ანგარიშით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები