გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ყველაფერი აქვთ უკუღმა და უკუღმა წაუვათ საქმე ოქტომბერშიც

“მსოფლიო საზოგადოება იბრძვის, რომ მშვიდობა იყოს, ოპოზიცია იბრძვის, რომ ომი იყოს. ყველაფერი აქვთ უკუღმა და უკუღმა წაუვათ საქმე ოქტომბერშიც”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ხელისუფლებაში ისევ საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობა გააგრძელებს და უფრო განავითარებს ეკონომიკას. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეკონომიკა არის აღმავალი, ოპოზიცია ამბობს, რომ არის დაღმავალი. მსოფლიო საზოგადოება იბრძვის, რომ მშვიდობა იყოს, ოპოზიცია იბრძვის, რომ ომი იყოს. ყველაფერი აქვთ უკუღმა და უკუღმა წაუვათ საქმე ოქტომბერშიც, რადგან ხალხი ხმას არ მისცემს და ხელისუფლებაში ისევ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები