ირაკლი ქადაგიშვილი – გახარიაზე: მისი გადარჩენა შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ნაწილთან მიერთება იყოს, რომ რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადალახოს
ეს არის ძველი, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლილი ნაწილების ახლებურად დალაგების მცდელობა,- ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მანვე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გახარიას საარჩევნო რესურსი მინიმუმამდეა დასული.
„ეს არის ძველი, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლილი ნაწილების ახლებურად დალაგების მცდელობა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით გვიან არის შეერთებული გახარია, მათ ალიანსი აქვთ საკრებულოებში. გახარიას საარჩევნო რესურსი მინიმუმამდეა დასული. მისი გადარჩენა შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ნაწილთან მიერთება იყოს, რომ იქნებ რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადალახოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.