დღეს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება. პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზე ელოდებიან.

რეგლამენტის მიხედვით, მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ, რის შემდეგაც ზურაბიშვილი უფლებამოსილია, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სტატუსით ეს პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები