ხმაური მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე – თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო.
“კანონი და სამართლის” დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

მანამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა
სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს შეაწყვეტინა, რის გამოც ჩარკვიანს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.

“უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, – მიმართა თავმჯდომარემ ჩარკვიანს.

პასუხად თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა – “ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები