ირაკლი ზარქუა: გვარამიასა და „ნეონაცებს“ იმიტომ ეიმედებათ გახარია, რომ, იქნებ, შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მხარდამჭერები
“გვარამიასა და „ნეონაცებს“ ეიმედებათ გახარია და სამართლიანადაც. გახარია იყო ის ადამიანი, რომელმაც უმრავლესობები შეუქმნა „ნაცებს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
ზარქუას შეფასებით, გახარია “უკვე გაშიფრულია” და ოპოზიციას გეგმის განხორციელება არ გამოუვა.
„გვარამიასა და „ნეონაცებს“ იმიტომ ეიმედებათ გახარია, რომ იქნებ, შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მხარდამჭერები, რამდენიმე ადამიანი, გადაიბიროს და ასე ვთქვათ, მმართველ პარტიას დააკარგვინოს. ამის იმედი აქვთ და იგი ეიმედებათ. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან ბატონი გახარია უკვე გაშიფრულია. რასაც წარმოადგენს, ვინც არის და როგორც არის“, – აღნიშნა ზარქუამ “ქრონიკის” ეთერში.