რატი ბრეგაძე: გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიეწოდება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია.
“გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია და სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში ახალი სტანდარტების დანერგვა, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი სტანდარტით მიეწოდება”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები