რატი ბრეგაძე: გაიზრდება პროექტ „რე-მარკეტის” მასშტაბი, რის შედეგადაც დასაქმების და შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება

პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველ მაღაზიაზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია. კერძოდ, წერეთლის გამზირზე. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ონლაინ მაღაზიაში და იგივე, WOLT-ის მეშვეობით, პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია და შესაბამისად, შეიტანოს თავისი წვლილი პატიმართა რესოციალიზაციაში. ყველას მოგიწოდებთ რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენებისკენ”,- აღნიშნა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები