გიორგი კახიანი: მთავრობას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

“დღეს დაიწყება ახალი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა. თავიდან გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე იქნება განხილვები, შემდეგ იქნება ოპოზიციის შეხვედრაც, უმრავლესობის შეხვედრაც და ხუთშაბათს იქნება ნდობის გამოცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აცხადებს.

მისივე თქმით, მთავრობას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს.

“ოპოზიცია რომ მხარს არ დაუჭერდა, ეს არავის გაჰკვირვებია, მოსალოდნელი იყო, რაც შეეხება უმრავლესობას, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს მთავრობას”, – აცხადებს კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები