ლევან მგალობლიშვილი: მთავრობის პროგრამა არის ორიენტირებული ევროპული გზისა და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდისკენ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მგალობლიშვილის განმარტებით, სამთავრობო პროგრამა ორიენტირებულია ევროპული გზისკენ, ეკონომიკური ზრდისა და საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.
“მთავრობის პროგრამა არის ორიენტირებული ევროპული გზისკენ, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდისკენ და, რაც მთავარია, საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.
ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო ახალ და მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში დღეიდან დაიწყება.