გია ცაგარეიშვილი: სამთავრობო პროგრამაში მინიმალური ცვლილებებია შეტანილი და ჩვენს ახალ, კანდიდატის სტატუსზე არის დაფუძნებული
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამაში მინიმალური ცვლილებებია შეტანილი.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა საქართველოს კანდიდატის სტატუსზეა დაფუძნებული და სწორედ ამ საჭიროებებზეა მორგებული.
“სამთავრობო პროგრამაში მინიმალური ცვლილებებია შეტანილი და ეს ცვლილებები ჩვენს ახალ კანდიდატის სტატუსზე არის დაფუძნებული და უკვე ამ გადმოსახედიდან არის დანახული ის ბევრი გამოწვევა, რაც საქართველოს წინაშე დგას.
სწორედ ამ საჭიროებებზეა მორგებული ჩვენი ახალი პროგრამა, რომელიც არის უმოკლესი გზა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში დღეიდან დაიწყება.