ცაგარეიშვილი – კობახიძეზე: ის გამბედაობა, რომელიც მას ახასიათებს და სხარტი აზროვნება, რომელიც მას გამოარჩევს ბევრი კოლეგისგან, იქნება წარმატებების საწინდარი
ირაკლი კობახიძეში ღრმად ვარ დარწმუნებული. კარგად ვიცნობ მისი მუშაობის სტილს, კარგად გავიცანი ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტში, პარტიაში ერთად მუშაობის პერიოდში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ის გამბედაობა, რომელიც მას ახასიათებს და სხარტი აზროვნება, რომელიც მას გამოარჩევს ბევრი კოლეგისგან, იქნება წარმატებების საწინდარი. სხვათა შორის, მის თვისებებს ხაზს უსვამს ჩვენი ოპოზიციაც.როცა იყო რთული გამოწვევები, ირაკლი ყოველთვის ახერხებდა გამოსავლის მოძებნას და, ვფიქრობ, მისი სიმშვიდე გადამდები იყო ყველასთვის, მათ შორის, ოპონენტებისთვისაც. ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერია”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.