გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტი ისეა გადაჯაჭვული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ვერ გაარჩევ, სად მთავრდება „ნაციონალური მოძრაობა“ და იწყება სალომე ზურაბიშვილი
ვფიქრობ, ყველანაირი პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი ინსტიტუცია შეგვრჩა ხელში და სამწუხაროდ, ეს არის ფუჭად დაკარგული დრო. არადა მე და მილიონზე მეტ ქართველ ამომრჩეველს უნდოდა სულ სხვანაირი სალომე ზურაბიშვილი გვენახა პრეზიდენტის სავარძელში – ისეთი, როგორიც მე ვნახე 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა ქოლგით ხელში ეხმალავებოდა სპეცრაზმელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE“-ს განუცხადა.
„ისეა გადაჯაჭვული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ თავის მაგინებლებთან, რომ ვერ გაარჩევ, სად მთავრდება „ნაციონალური მოძრაობა“ და იწყება სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.