მდინარაძე – კობახიძეზე: განსაკუთრებული უნარი აქვს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს რთულ სიტუაციებში
„[ირაკლი კობახიძე არის] ადამიანი, რომელსაც უნდა ვუსურვოთ წარმატება და დარწმუნებულებიც ვართ, რომ წარმატებული იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ “იმედის კვირას” განუცხადა.
“[კობახიძე] განსაკუთრებული უნარი აქვს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს რთულ სიტუაციებში. მან შემოიტანა ეს ნიშა პოლიტიკაში და, ამასთან, ყველა ჟურნალისტი და ოპონენტი აღნიშნავს, რომ მასთან პირადი ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ყველა ეს უნარი და გამოცდილება, რაც ირაკლი კობახიძეს ამ დრომდე დაუგროვდა, მართვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება – მმართველ გუნდს აძლევს საშუალებას, დარწმუნებით თქვას, რომ ის შეძლებს მთავრობასაც ისევე წარმატებით უხელმძღვანელოს, როგორც ეს წინა სხვა პოზიციებიდან შეძლო“, – აღნიშნა მდინარაძემ.