პაპუაშვილი: ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ეროვნული არჩევნები წარმატებით ჩაატარა, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა
ირაკლი კობახიძესთან წლებია, მაკავშირებს პროფესიული ურთიერთობა. ის ერთ-ერთი გამორჩეული სამართალმცოდნე არის საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მან შექმნა ეფექტიანი პარტიული სტრუქტურა და მართავდა ამ სტრუქტურას, მართავდა პოლიტიკოსებს. ეს განსხვავდება თავისი სირთულით, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ორგანიზაციის მართვისგან. ამიტომ, ამ მხრივ შეუდარებელიც კი არის ეს გამოცდილება თავისი სირთულიდან გამომდინარე. ამავე დროს, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ეროვნული არჩევნები წარმატებით ჩაატარა, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნება“ ყოველ ჯერზე მმართველი პარტია გახადა პარლამენტში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.