საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიგეგმა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში
მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე, 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.