მიხეილ სარჯველაძე: 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით სამუშაო ფორმატებში ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც უნდა ჩაერთოს 

„9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით სამუშაო ფორმატებში ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც უნდა ჩაერთოს და ამ შესაძლებლობას უნდა გამოეხმაურონ, რომელიც ხელისუფლებამ რეალურად შექმნა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ეს შესაძლებლობა გულისხმობს, ერთი მხრივ, ყველა საპარლამენტო სუბიექტისთვის თანაბარ და სრულფასოვან შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს და პოზიტიური წვრილი ამ მუშაობაში შეიტანოს. მეორე მხრივ, ჩვენ საიმისოდ შექმნილი გვაქვს სისტემა, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შესაძლებლობა ჰქონდეს, თუ სურვილი აქვს, რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს და რეალურად ეს განახორციელოს, ამისთვის შევარჩიეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა, რისთვისაც არის ზოგადად ეს პლატფორმა გათვალისწინებული, შექმნილი. ამას ბუნებრივია მხარს უჭერს ყველა, ვინც ამ საქმეში, ასე ვთქვათ პოზიტიური წვრილის შემტანი შეიძლება იყოს. ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ან ცალკეული ადამიანები ამ სფეროში, რომლებსაც მთლიანად სექტორი ჩრდილში ჰყავთ მოქცეული, მათი მხრიდან პლატფორმის დატოვება და შემდეგ რაღაც ხმამაღალი განცხადებების კეთება, თითქოს და მათ შესაძლებლობა არ ეძლევათ, რომ საკუთარი მოსაზრება წარადგინონ, ეს ბუნებრივია აბსოლუტური ფარსია. ასეთ შემთხვევაში თვალს ვადევნებთ მხოლოდ და მხოლოდ მცდელობას, რომ ხელოვნურად შეიქმნას დაძაბულობის ახალი კერა, თუ ვინმეს რაიმე სათქმელი აქვს რეალურად ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები