მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ წარმოუდგენელია, დღეს საქართველოს ჰყავდეს უკეთესი მმართველი, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
„ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ცვლილებებზე საუბარი დაიწყო და პროგრამაც გასაჯაროვდა, რეალურად არცერთი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებია, რის გამოც მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას წარმოდგენილი პროგრამა, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი.
მე არ მგონია, რომ რაიმე სათქმელი ჰქონდეს ოპოზიციას, ისინი უბრალოდ ამ პოზას ინარჩუნებენ, აქედან გამომდინარე კვლავ კრიტიკული განცხადებებით ისაუბრებენ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათი სამზადისია არჩევნებისთვის, თორემ გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ ამაზე უკეთესი მმართველი, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოს ჰყავდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.