მიხეილ სარჯველაძე: მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან გამკლავება – ეს არის უცვლელი

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამიდან კარგად ჩანს, რომ ქვეყანა სწორი სტრატეგიით იმოძრავებს.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტია გამოწვევებთან გამკლავება.

„მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან გამკლავება – ეს არის უცვლელი. არის ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ხედვების სხვაობა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაშიც შეიძლება ხედავდეს ახალი პრემიერი იმ ფონზე, როდესაც მხარდაჭერა მას ექნება; გაუმჯობესების შესაძლებლობას, მათ შორის იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მას დაგროვილი აქვს საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში – რა თქმა უნდა ყველაფერი ეს იქნება ჩვენი ინტერესის საგანი განხილვების დროს და წინასწარ შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არის საწინდარი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის. ყველა წინაპირობა არსებობს, ამ პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით.

ოპოზიციას, მიუხედავად იმისა რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში მას შემდეგ, რაც ცვლილებებზე საუბარი დაიწყო და პროგრამაც გასაჯაროვდა, რეალურად აბსოლუტურად არავითარი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებიათ, რის გამოც მათ აქვთ რაიმე განსხვავებული შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას ახლა წარმოდგენილი პროგრამა, ახალი შემადგენლობა მთავრობისა, პრემიერ-მინისტრი საზოგადოდ. მე არ მგონია, რომ რაიმე სათქმელი ჰქონდეს ოპოზიციას, ამაში ღრმად დარწმუნებული გახლავართ. ისინი უბრალოდ ამ პოზას ინარჩუნებენ, საიდან გამომდინარეც ისაუბრებენ კვლავ კრიტიკული განცხადებებით. ეს მარტო იმიტომ, რომ ეს მათი სამზადისია არჩევნებისთვის”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები