სარჯველაძე – ენმ-ზე: მათ უნდათ, საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი “ნაციონალები” არიან

მათ უნდათ, საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი “ნაციონალები” არიან. მათი მცდელობა მიმართულია აქეთკენ და არა იმაში, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან – დავაშავეთ და ასეთი აღარ უნდა განმეორდესო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ნაციონალები” ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ საზოგადოება არ იქნება შემწყნარებელი იმასთან დამოკიდებულებაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში და სხვა დაწესებულებებში. ამიტომ დაიწყეს პარტიისგან გამიჯვნა.

საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან და ვერ ეტყვიან, რომ ეს ადამიანები ჩვენ ვიყავით, მაგრამ იმ „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვმოქმედებდით და ახლა, ახალი „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვიმოქმედებთო – ამაში საზოგადოებას ვერ დაარწმუნებენ. საზოგადოებას კონკრეტული სახელებითა და გვარებით ახსოვს ყველა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა  სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები