სარჯველაძე: შესაძლოა, ოპოზიციას გულწრფელად კი სჯერა, რომ რეალურად რაღაცები პროგრესისკენ წავა, მაგრამ არ აღიარებენ

ეს არის, პრაქტიკულად, 100%-ით დახვეწილი პროგრამა იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„შესაძლოა, ოპოზიციას გულწრფელად კი სჯერა, რომ რეალურად რაღაცები პროგრესისკენ წავა, მაგრამ არამც და არამც არ აღიარებენ. მთავარი ისაა, რომ პროგრამა გამართულია და ყველა ხედავს, რომ მთავარი ღირსება ამ პროგრამის ისაა, რომ გარდა იმისა, რომ ამბიციურია, ის რეალისტური და დამაჯერებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები