პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული – ირაკლი ქადაგიშვილი
“ხედავთ, რომ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, რა თქმა უნდა, დავესწრებით პრეზიდენტის მოსმენას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, რა ექნება კონკრეტულად სათქმელი გამოსვლის დროს, ვერ გეტყვით, შეიცვლის პოზიციას პრეზიდენტი და გახდება ნეიტრალური თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ამას დავესწრებით.
რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მრავალ სეგმენტად დაიშალა. არჩევნები მოდის და დაშლილი სეგმენტები ცდილობენ რაღაც კონფიგურაციით დალაგდნენ, რაღაც შედეგამდე მივიდნენ. საერთო ამომრჩევლის გაყოფაზეა საუბარი. რაც არ უნდა კონფიგურაციები შეიცვალონ, მათი პოლიტიკური წარსული არ ქრება, არც პოლიტიკური დანაშაულებზე მოუხდიათ ბოდიში, არც პოლიტიკური ქცევა შეცვლილა. რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ალტერნატივა არ ჩნდება“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.