არ ვარ დარწმუნებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, საქართველომ პრიორიტეტები შეასრულოს – ნინო წილოსანი

“არ ვარ დარწმუნებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, საქართველომ პრიორიტეტები შეასრულოს”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სურთ, საქართველომ ეს პრიორიტეტები შეასრულოს ან ზოგადად, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს. ამას ადასტურებს წინა პერიოდიც, მათი ვითომ ცრუ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ვითომ უნდოდათ, რეკომენდაციები შესრულებულიყო, სინამდვილეში კი არაარგუმენტირებულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს და ცრუ დასმენებს ახდენდნენ, რათა ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის“, – აცხადებს წილოსანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები