არჩილ თალაკვაძე – ნიკა გვარამიაზე: აცხადებს, თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც, პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ

აცხადებს, თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც, პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებებს.

„განცხადებები, რომელიც გვარამიამ გააკეთა, რეალობას მოწყვეტილია. თითქოს პოლიტიკაში ბრუნდება, როცა პოლიტიკიდან არ გასულა და თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ წარმოუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები