გია ვოლსკი – ირაკლი კობახიძეზე: საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდარს, ირაკლი კობახიძეს საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს.

მისივე თქმით, ამას გარდა არის გარკვეული სფეროები, რომელშიც ირაკლი კობახიძეს კარგად არ იცნობს საზოგადოება. ვოლსკის განმარტებით, ესაა მისი პიროვნული თვისებები – პატრიოტიზმი, ქვეყნისადმი დამოკიდებულება

„ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კარგი მენეჯერის თვისებებით არის კარგი ლიდერი და მისთვის უცხო არ არის პარტიულ მშენებლობის პროცესებში მონაწილეობა. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ეს არის მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა, საკმაოდ გამოცდილი, განსწავლული და დადებითი ადამიანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დღეს საკანონდებლო ორგანოში სამთავრობო გეგმას წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები