დღეს ირაკლი კობახიძე პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენს
დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას წარადგენს. დღესვე დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება.
პროცესი ორშაბათიდან ჯერ კომიტეტებში წარიმართება, სავარაუდოდ, მომდევნო ხუთშაბათს კი, პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატის დამტკიცება მოხდება.ზუსტად ერთ კვირაში ქვეყანას განახლებული მთავრობა ეყოლება.
როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
ამასთან, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების” სიაში ის 71-ადგილზეა.