ზელენსკი: უკრაინა, როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი, შეძლებს მნიშვნელოვნად გააძლიეროს ალიანსის პოტენციალი

როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გააძლიეროს ალიანსის პოტენციალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის არმიას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს.

„უკრაინა, როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი, შეძლებს მნიშვნელოვნად გააძლიეროს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში.

დღეს შევხვდი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, „რასმუსენ გლობალის“ ხელმძღვანელს ანდერს ფოგ რასმუსენს.

მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის „კიევის უსაფრთხოების პაკეტის“ შედგენაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა. ამ გზაზე პირველ შედეგებს უკვე მივაღწიეთ“, – წერს ზელენსკი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები