Reuters: 1-ელი თებერვლის, ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის მდგრად სამხედრო მხარდაჭერას დაადასტურებენ

ბრიუსელში 1-ელ თებერვალს სამიტზე წევრი ქვეყნები უკრაინის „დროული, პროგნოზირებადი და მდგრადი სამხედრო მხარდაჭერის“ გაგრძელებას დაადასტურებენ.

სამიტის გადაწყვეტილების პროექტს Reuters-ი გაეცნო.

„ევროპის საბჭო, ასევე, ადასტურებს საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარების აუცილებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

Reuters-ი წერს, რომ ამავე დროს პროექტი ღიად ტოვებს საკითხს, დაჰპირდებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები დამატებით 5 მილიარდ ევროს შეწირვას უკრაინის დახმარების ფონდში, რომელსაც “ევროპის ფონდი მშვიდობისთვის” ჰქვია.

Bloomberg-ი წერს, რომ ამის წინააღმდეგ უნგრეთი გამოდის, მაგრამ გასულ კვირას საკითხი ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განიხილეს, სადაც ბუდაპეშტმა თქვა, რომ ხელს არ შეუშლის კონსენსუსის მიღწევაში.

ბრიუსელში სამიტის მთავარი თემა იქნება ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც უნგრეთმა წინა სამიტზე, დეკემბერში დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები