დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

დღეს, 26 იანვარს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პრემიერმინისტრს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები