გია ვოლსკი: არავის უნდა გაუკვირდეს, თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “არავის უნდა გაუკვირდეს, თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებს”.
„როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ომის პარტია და სტრატეგია, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას, სტაბილურობას და სამშვიდობო პროცესების განვითარებას, რასაკვირველია, საზოგადოება ირჩევს მეორეს. არავის უნდა გაუკვირდეს, თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.